Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | 13 საინტერესო ფაქტი ამერიკის საპრეზიდენტო დებატების ისტორიიდან
ambebi.ge
01 October 2016, 20:21
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე არცთუ დიდი დრო რჩება და დაძაბულობაც პიკს აღწევს. სრულიად მსოფლიო დიდი ინტერესით ადევნებს თვალს კლინტონისა და ტრამპის საპრეზიდენტო მარათონს, რომელთა პირველ დებატებს ტელევიზიით 84 მილიონმა ადამიანმა უყურა, რაც რეკორდია ამერიკის საპრეზიდენტო დებატების ისტორიაში.
გამოცემა "ფორბსმა" თვალი გადაავლო აშშ-ს საპრეზიდენტო დებატების ისტორიას. kvirispalitra.ge გთავაზობთ 13 საინტერესო ფაქტს ამ ისტორიიდან.

პირველი საპრეზიდენტო დებატები, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა 1960 წელს, ჯონ კენედისა და რიჩარდ ნიქსოსნ შორის შედგა. აღნიშნულ დებატებს ყოველი მესამე ამერიკელი უყურებდა, ეს დაახლოებით 66.4 მილიონი ადამიანია. კენედიმ კი, Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. როგორც დებატებში, ასევე არჩევნებში გაიმარჯვა.

ნიქსონის ბრძოლა პრეზიდენტობისთვის ამით არ დამთავრებულა. იგი 1968 წელს დაბრუნდა და კვლავ იყრიდა კენჭს, ამ დროს კონკურენტთან, ჰუბერტ ჰამფერისთან სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა ამის მიუხედავად ნიქსონმა არჩევნებში გაიმარჯვა.

ამის შემდეგ, 1976 წლამდე, მაყურებელს არ უნახავს ტელევიზიით გადაცემული არც ერთი საპრეზიდენტო დებატი.

1976 წელს დებატები უკვე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის დაინერგა.

1980 წელს საპრეზიდენტო დებატებისას, პრეზიდენტობის კანდიდატმა რონალდ რეიგანმა საყოველთაოდ ცნობილი ფრაზით წარმოთქვა: "ხართ თუ არა უკეთესად ვიდრე 4 წლის წინ "? ასევე აღსანიშნავია, რომ 1984 წელს, როდესაც რეიგანი არჩევნებში კვლავ მონაწილეობდა, დებატების განხილვის თემად იქცა მისი ასაკი, ის 73 წლის იყო, რასაც პრობლემად მიიჩნევდნენ ოპონენტები. შეგახსენებთ, დღეს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე ჰილარი კლინტონი 68, დონალდ ტრამპი კი - 70 წლისაა... განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი